,,არასამთავრობო სექტორთან ერთობლივი მუშაობით შევძლებთ გამოვკვეთოთ ის საკითხები, რაზეც ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ამ ქალაქში” - ნინო ლაცაბიძე

  • 2022-05-06
Image

რუსთავის მერი ქალაქში მიმდინარე პროექტებს სამოქალაქო საზოგადოებასთან  ერთად იხილავს. რეგიონული მედიის შემდეგ, ინფორმაციული ხასიათის შეხვედრა, ნინო ლაცაბიძემ  არასამთავრობო სექტორთან გამართა. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, რუსთავის მერმა და მესამე სექტორის ოცამდე ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ეკოლოგიურ პრობლემებზე და დენდროლოგიურ პროექტებზე, ახალგაზრდულ და სტუდენტურ  პროგრამებზე,

მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმაზე, ქალაქის ინფრასტრუქტურასა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობაზე ისაუბრეს.

,,დღეს შევხვდით რუსთავში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რაც რუსთაველებისთვის არის აქტუალური. გამოიკვეთა ახალგაზრდული პროექტების თემა, რა თქმა უნდა ვისაუბრეთ ეკოლოგიაზე, სოციალური პროგრამების გაუმჯობესების გზებზე, ჩვენ გავაგრძელებთ მსგავს შეხვედრებს. ცოტა ხნის წინ ანალოგიური შეხვედრა რეგიონულ მედიასთანაც გვქონდა. ვფიქრობ, რომ  არასამთავრობო სექტორთან და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთობლივი მუშაობით შევძლებთ გამოვკვეთოთ ის საკითხები, რაზეც ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ამ ქალაქში." - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

არასამთავრობო სექტორთან და რეგიონულ მედიასთან ანალოგიურ  შეხვედრებს რუსთავის მერი გარკვეული პერიოდულობით სისტემატურად გამართავს.