განცხადებები

რუსთავის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის პროგრამის ლოკალურ პროგრამას (OGP Local) შეუერთდა

  • 2022-05-19
Image

რუსთავის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის პროგრამის ლოკალურ პროგრამას (#OGPLocal @Open Government Partnership) შეუერთდა.

პროგრამა მუნიციპალიტეტს, მსოფლიოს მასშტაბით, 150-ზე მეტ თვითმმართველობასთან და 3000-ზე მეტ სამოქალაქო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის და ღია ანგარიშვალდებული მმართველობის კუთხით გამოცდილების მიღების, თუ გაზიარების საშუალებას აძლევს.

ღია მმართველობის პარტნიორობის ლოკალურ პროგრამაში რუსთავის მუნიციპალიტეტი 2022 წლის 17 მაისიდან ჩაერთო.

საქართველოდან პროგრამაში, ამ ეტაპზე, სულ ორი მუნიციპალიტეტი-ქუთაისი და რუსთვია ჩართული. რუსთავის მუნიციპალიტეტის პარტნიორი, აღნიშნულ პროცესში ა(ა)იპ ,,რუსთავის ინოვაციების ჰაბია’’.

https://www.facebook.com/OpenGovernmentPartnership/videos/539301791184066