განცხადებები

ნინო ლაცაბიძე: ჩვენმა ქვეყანამ 104 წლის წინ აირჩია ევროპის და განვითარების გზა, მიხარია, რომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ გზას არ გადავუხვიოთ

  • 2022-05-26
Image

რუსთავში, თავისუფლების მოედანზე, 26 მაისის აღსანიშნავი ღონისძიებები გრძელდება. 17:10 საათზე, საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ, დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების ზუსტი დრო, ევროკავშირის და საქართველოს ჰიმნით აღინიშნა.

„არსებობს დღეები, რომელიც აუცილებლად ერთად უნდა ვიზეიმოთ. ზუსტად ასეთი დღესასწაულია 26 მაისი. ჩვენმა ქვეყანამ 104 წლის წინ აირჩია ევროპის და განვითარების გზა და მიხარია, რომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ გზას არ გადავუხვიოთ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები რუსთავში დღის ბოლომდე გაგრძელდება. მოედანზე შეკრებილ რუსთაველებს, ქვეყნის დამოუკიდებლობის 104-ე წლისთავი ანსამბლმა ,,რუსთავმა’’ და პოლონურ-გერმანულმა გუნდმა Adoramus-Kameralny მიულოცეს. ღია ცის ქვეშ, მცირე თეატრალური წარმოდგენაც გამართა რუსთავის თეატრის დასმა. ამ დროისთვის ქალაქის მთავარ მოედანზე, რუსთაველებისთვის ჯგუფი „რეგიონი" მღერის, 20:00 საათზე, კი ჯგუფ ,,Killages" კონცერტი დაიწყება.