განცხადებები

ქალთა ფონდ ,,სოხუმმა'' ვებგვერდი- „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“ შექმნა

  • 2022-06-02

ქალთა ფონდ ,,სოხუმმა''კანადის „თანასწორობის ფონდის" (Equality Fund) მხარდაჭერით, საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად არსებული დახმარებისა და მხარდაჭერის სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ინტერნეტ მომხმარებლებისთვის ახალი ვებგვერდი - www.sosfsokhumi.ge შექმნა. 

ვებგვერდზე - „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“ განთავსებულია ძალადობის მსხვერპლის ან მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისებით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის ყველა საჭირო ინფორმაცია(სიახლეები, თემატური ლიტერატურა, კვლევები, სტატისტიკა, ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამები). 

ვებგვერდი ასევე მოიცავს ინფორმაციას მუნიციპალიტეტებში ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის კუთხით არსებულ პროგრამებზე, ასევე ცენტრალურ და საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ სერვისებზე.