განცხადებები

რუსთავში, შპს „ფერო ელოის ფროდაქშენის” ფოლადის სადნობი ინდუქციური ღუმელების მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტის საჯარო განხილვა

  • 2022-07-07

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა - ქ. რუსთავში, შპს „ფერო ელოის ფროდაქშენის” ფოლადის სადნობი ინდუქციური ღუმელების მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: თუჯის ან ფოლადის დნობა პროდუქციის წარმოების მიზნით;

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ფერო ელოის ფროდაქშენი“;

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი, მშვიდობის ქუჩა N7;

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა: 2022 წლის 8 აგვისტო 13:00 საათი. ქ. რუსთავის მერიის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა.

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო;

"გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის" თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება ქ. რუსთავის მერიის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის

განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 26 აგვისტოს ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო).

ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით.

იხ. საჯარო განხილვის წესი - https://matsne.gov.ge/ka/document/view/4054941?publication=0 

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადება

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში

არატექნიკური რეზიუმე