განცხადებები

11-დან 19 ივლისის ჩათვლით, რუსთავში, ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე 6 დაავადების უფასო სკრინინგ აქცია ჩატარდება

  • 2022-07-08

11-დან 19 ივლისის ჩათვლით, რუსთავში, ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე ექვსი დაავადების უფასო სკრინინგ აქცია ჩატარდება.
მობილური კლინიკა განთავსებული იქნება შემდეგ მისამართებზე:
11,12 ივლისი-კოსტავას #20, რუსთავის მერიის მ/ტ
13 ივლისი-გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ადმინისტრაციული ერთეული, ,,მადაგონის“ მ/ტ
14,15 ივლისი-მეტალურგიული ქარხნის მ/ტ
16,17 ივლისი-მე-19 მ/რნი, ,,მადაგონის“ მ/ტ
18, 19 ივლისი-იუსტიციის სახლის მ/ტ
პროექტი, საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაციის, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული ტუპერკულოზის პროგრამის და რუსთავის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.