Image

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატმა ცამეტი ასურელი მამის სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულში და საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ელზა ლეკვეიშვილმა სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ მოსახლეობას 2016 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში გააცნო.

ელზა ლეკვეიშვილი მე-20 და 21-ე მიკრო რაიონში მცხოვრებ   მოქალაქეებს კერძო სკოლა „მილენიუმში“ შეხვდა და მათ ერთწლიანი მუშაობის შედეგები პრეზენტაციის სახით წარუდგინა.

მაჟორიტარმა დეპუტატმა განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ საკითხებზე გაამახვილა და მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ამ კუთხით შესრულებული სამუშაოების შესახებ. მან ასევე, ვრცლად ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, 2017 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებსა   და  სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ელზა ლეკვეიშვილმა შეხვედრის მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხა, კონკრეტული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მოსახლეობასთან ერთად იმსჯელა აღნიშნული პრობლემების მოგვარების გზებზე.

ანგარიშის პრეზენტაციას ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ცამეტი ასურელი მამის სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი აკაკი წერეთელიც დაესწრო.

2016-11-11

ნავიგაცია