Image

რუსთავის საკრებულოში ქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას, რომელსაც საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე მამუკა მიქაუტაძე უძღვებოდა, საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის წევრები, საკრებულოს დეპუტატები, მერიის მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურების, ასევე, მუნიციპალური არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების – „უზრუნველყოფის“ „ქალაქ რუსთავის დასუფთავების“ და „რუსთავის კორპუსის“ ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

საკრებულოს დეპუტატებმა 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულ სოციალურ პროგრამებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ქალაქის მოვლა–დასუფთავების  სამუშაოებსა და ამ მიმართულებით დაგეგმილ ხარჯებზე იმსჯელეს  და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ ფინანსურ პარამეტრებთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს.

მომავალი წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვა რუსთავის საკრებულოში რამდენიმე დღეა, გრძელდება. მიმდინარე წლის 25 ნოემბრამდე, საკრებულო მოამზადებს დასკვნას და მიიღებს გადაწყვეტილებას პროექტის მერიისთვის შენიშვნებით დაბრუნების ან მისი დამტკიცების საკითხის  საკრებულოს სხდომაზე განხილვის შესახებ.

2016-11-21

ნავიგაცია