Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და „კომპანია "MG”-ის ერთობლივი ინიციატიავის ფარგლებში გამწვანების აქცია მოეწყო. აქციის ფარგლებში, რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გოჩა შავაძემ, საკრებულოს სხვა დეპუტატებთან და კერძო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ლეონიძის სკვერში 200 ძირი სხვადასხვა სახეობის ხის ნერგი დარგეს. ნერგები ქალაქს საჩუქრად შ.პ.ს „MG“-მ გადასცა. მსგავსი სახის გამწვანების აქცია რუსთავში უახლოეს პერიოდში კვლავ გაიმართება.

2016-11-19

ნავიგაცია