Image

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, რუსთავის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, ზვიად ძიძიგურის ინიციატივითა და ქალაქის მერიის მხარდაჭერით, რუსთავში დღეს გამწვანების მორიგი აქცია მოეწყო. აქციის ფარგლებში  კლდიაშვილის ქუჩაზე არსებულ სკვერში  პავლოვნიის 200 ნერგი დაირგო.

ღონისძიებაში მონაწილეობა პარლამენტის ვიცე–სპიკერმა  ზვიად ძიძიგურმა,  ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ – გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ,  ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძემ, საკრებულოს წევრებმა და რიგითმა რუსთაველებმა მიიღეს.

აღნიშნული აქციის ფარგლებში, 300 პავლოვნიის ნერგი დაირგო ბათუმისა და ლეონიძის ქუჩებზე არსებულ სკვერებშიც.

გამწვანების ღონისძიებები, რომლის მიზანიც ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და რეკრეაციული ზონის განვითარებაა,  რუსთავში მომავალშიც გაგრძელდება.

2016-11-24

ნავიგაცია