Image

რუსთავის მერი დავით ჯიქია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე მოადგილეებთან, საკრებულოს დეპუტატებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP ) ოპერაციების მართვის დირექტორ მამუკა კიკალიშვილსა და „რუსთავის წყალის“ გენერალური დირექტორის მოადგილე მერაბ კანდელაკს შეხვდნენ .შეხვედრაზე, რომელიც საკრებულოს უმრავლესობის ინიციატივით, ფრაქციების - „ქართული ოცნება“, „ქართული ოცნება - კონსერვატორები“ და „ქართული ოცნება - მრეწველების“ ერთობლივი სხდომის ფორმატში გაიმართა, მხარეებმა ქალაქის წყალმომარაგების კუთხით არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს. რუსთავის მერმა და საკრებულოს წევრებმა განსაკუთრებული ყურადღება ავარიული დაზიანებების სიხშირეზე, მოსახლეობისთვის წყლის მიწოდების შეზღუდვებზე, სპეციალური ტექნიკის სიმცირესა და წყალსადენის ქსელის ჩამკეტი სისტემის არასრულყოფილებაზე გაამახვილეს და კომპანიის ხელმძღვნელი პირებისგან აღნიშნული გამოწვევების დაძლევის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მოისმინეს. მამუკა კიკალიაშვილი და მერაბ კანდელაკი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით არსებულ კონკრეტულ პრობლემებსაც გაეცნენ და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების კითხვებს უპასუხეს, მათ ასევე, ვრცლად ისაუბრეს "რუსთავის წყალის" მიერ გასულ წელს შესრულებულ სამუშაოებზე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს 2016 წლისათვის დაგეგმილი პროექტები გააცნეს.როგორც შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა აღნიშნეს, მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს თანამშროლობა და აქტიური კომუნიკაცია, რათა დროულად და ეფექტურად მოგვარდეს წყალმომარაგების კუთხით რუსთავის მოსახლეობის წინაშე მდგარი პრობლემები.

 

2016-03-07

ნავიგაცია