Image

რუსთავის საკრებულოს წევრებმა მერაბ სულაბერიძემ, ელზა ლეკვეიშვილმა, ზვიად სეხნიაშვილმა, დავით სხირტლაძემ, რობიზონ ლომიძემ.სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის ხელმძღვანელმა მარიკა ფიროსმანაშვილმა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებმა ქალთა საერთაშორისო დღე - 8 მარტი რუსთაველ უხუცეს პედაგოგს, 88 წლის გუგული ლებანიძეს, სამუსიკო სკოლების პედაგოგებსა და მრავალშვილიან დედას, მარინა კაკოშვილს მიულოცეს. დეპუტატები ქალბატონებს სახლში ესტუმრნენ და თაიგულებთან ერთად, სარვამარტო საჩუქრები გადასცეს. დღესვე, რუსთავის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა ქალთა დღე მუნიციპალურ მოხუცთა სახლში მცხოვრებ ხანდაზმულ ქალბატონებს მიულოცეს.8 მარტთან დაკავშირებით რუსთავის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო დარბაზში 23 რუსთაველი მხატვარი ქალის ფერწერული ტილოების გამოფენაც გაიმართა. თითოეულ მათგანს რუსთავის მერიის სახელით, თაიგულები მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძემ გადასცა. დღის ბოლოს, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ თეატრში მომღერალ ლაშა ღლონტის სოლო კონცერტი ჩატარდა, კონცერტზე მისულ ქალბატონებს კი თაიგულები დაურიგდათ. კოსტავას გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთავის მერიის ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის ინიციატივით დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, ,,ფერადი ქოლგების ქუჩა" გაიხსნა და საზეიმო კონცერტი გაიმართა

 

2016-03-08

ნავიგაცია