Image

რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრის მსახიობს, საქართველოს დამსახურებულ არტისტს, ნათელა მუხულიშვილს ქალთა საერთაშორისო დღე - 8 მარტი მიულოცა. 
ქალაქის მერი მსახიობს რუსთავის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, ელზა ლეკვეიშვილთან ერთად სახლში ეწვია და საჩუქრები გადასცა. მსახიობი ნათელა მუხულიშვილი რუსთავის დრამატულ თეატრში მისი დაარსების დღიდან მოღვაწეობს და სცენაზე მრავალი საინტერესო როლი აქვს განსახიერებული.


2016-03-09

ნავიგაცია