Image

რუსთავის მუნიციპალიტეტმა  ახალი, „მერსედესის“ მარკის საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამზიდი მანქანა შეიძინა. სპეციალური ტექნიკა დღეს ქალაქის მერმა დავით ჯიქიამ, მერის მოადგილე ნოდარ შეროზიამ და საკრებულოს წევრმა მარლენ ლაბაძემ დაათვალიერეს.

უახლოეს პერიოდში, ქალაქს  კიდევ 4 ერთეულ მანქანა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების 100 ერთეული ლითონის  ურნა შეემატება. პროექტი, რომლის ფარგლებშიც რუსთავის მერია აღნიშნულ ტექნიკას იძენს, მუნიციპალური განვითარების ფონდის დახმარებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება.

მყარი ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვის, ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მომავალ წელს ქალაქის მასშტაბით მაღალსართულიან კორპუსებში ნაგვის ბუნკერების დალუქვის პროექტის განხორციელება იწყება, რაც ნაგავმზიდი მანქანების შეძენის აუცილებლობას განაპირობებს. საცხოვრებელი შენობებიდან ბუნკერების გატანა ეტაპობრივად, ქალაქის ყველა უბანში მოხდება.

 

2016-12-21

ნავიგაცია