Image

რუსთავის #6 საჯარო სკოლაში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირის, რუსთაველი სამხედრო მოსამსახურის, გიორგი ჯავახიშვილის სახელობის ტურნირი დასრულდა ფრენბურთში.

ფინალურ შეხვედრას, რომელშიც ერთმანეთს სკოლის უფროსკლასელთა გუნდები დაუპირისპირდნენ,  გიორგი ჯავახიშვილის ოჯახის წევრებთან ერთად, რუსთავის მერის მოადგილე დავით ლობჟანიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები - ნინო ლომიძე, გოჩა შავაძე და საკრებულოს წევრი მამუკა აბაშიძე ესწრებოდნენ.

ტურნირის გამარჯვებული გუნდი გიორგი ჯავახიშვილის სახელობის გარდამავალი თასით, ხოლო ფინალური შეხვედრის ყველა მონაწილე სპეციალური სიგელით დაჯილდოვდა.

გიორგი ჯავახიშვილის სახელობის ტურნირი რუსთავის მე-6 საჯარო სკოლაში, ტრადიციულად, ყოველ წელს იმართება. 2008 წლის ომში გარდაცვლილი კაპრალი ამ სკოლაში სწავლობდა.

რუსთაველი სამხედრო მოსამსახურე საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ბრიგადის 41-ე ბატალიონში მსახურობდა. გარდაცვალების შემდეგ, გიორგი ჯავახიშვილს ვახტანგ გორგასლის სახელობის III ხარისხის ორდენი მიენიჭა.

 

2016-12-26

ნავიგაცია