Image

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიამ მიმდინარე წლის ბოლო სხდომა გამართა. სხდომას, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ელზა ლეკვეიშვილი უძღვებოდა, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, მერის მოადგილე ნოდარ შეროზია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები- ნინო ლომიძე, გოჩა შავაძე, დეპუტატები და მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს და კომისიის 2016 წლის საქმიანობა შეაჯამეს. კომისიის თავმჯდომარე ელზა ლეკვეიშვილმა სოციალური საკითხების გარდა, ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა და ამ მიმართულებით შესრულებული სამუშაოების შესახებ დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ელზა ლეკვეიშვილმა ვრცლად ისაუბრა სამომავლო გეგმებსა და 2017 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზეც.

სოციალურ საკითხთა კომისიის დღევანდელ სხდომაზე სკოლამდელი აღზრდის შესახებ კანონში შესატან იმ ცვლილებებზეც იმსჯელეს რომელიც, 2017 წლიდან უნდა ამოქმედდეს. აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, ა(ი)იპ „რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებას“ სახელწოდება შეიცვლება და „საბავშვო ბაგა-ბაღების განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრად“ ჩამოყალიბდება, ხოლო გაერთიანების თითოეული ფილიალი დამოუკიდებელ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურდიულ პირად ჩამოყალიბდება.

 

 

 

 

 

2016-12-28

ნავიგაცია