ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია გაცნობებთ, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 5 იანვრის N205 ბრძანებით გამოცხადდა ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად. ვაკანსიები განთავსებულია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე – www.hr.gov.ge

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადების წარდგენა შეიძლება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.

კონკურსი შედგება სამი ეტაპისგან: განცხადების გადარჩევა, ტესტირება, გასაუბრება. კონკურსის ყოველი მომდევნო ეტაპების ჩატარების შესახებ (ზუსტი ადგილი, თარიღი, დრო) კონკურსანტებს ეცნობებათ მათ მიერ აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

კონკურსის ტესტირების ეტაპის ჩატარებას უზრუნველყოფს იუსტიციის სასწავლო ცენტრი.

2017-01-05

ნავიგაცია