Image

მიმდინარე წელს, რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების 14 ფილიალში სველი წერტილებისა და წყალკანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდება. პროექტის მიხედვით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების სველ წერტილებში შეიცვლება წყლისა და საკანალიზაციო სისტემა, ელექტროგაყვანილობა, კარ-ფანჯარა, მოპირკეთდება იატაკი და კედლები. პროექტი რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ დღეს #1 საბავშვო ბაღის პედაგოგებსა და აღსაზრდელთა მშობლებს გააცნო. რეაბილიტაციის ფარგლებში, ბაგა-ბაღების გაერთიანების #1 ფილიალში სველი წერტილების კეთილმოწყობისთვის 87 996 ლარია გათვალისწინებული. შეხვედრაზე ქალაქის მერმა 2016 წელს რუსთავში დაგეგმილ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. რუსთავის 14 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 1 მლნ 281 276 ლარს შეადგენს და მთლიანად ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია 1 ივნისს დაიწყებს და 1 სექტემბრამდე დაასრულებს.</p>

2016-03-15

ნავიგაცია