Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჯიქია მოადგილე ნოდარ შეროზიასთან ერთად, დღეს, რუსთაველის ქუჩის #18, 22, 24, 28, ასევე, 9 მაისის ქუჩის #3, 5, კორპუსების მცხოვრებლებს შეხვდა. დავით ჯიქიამ მოქალაქეებს 2016 წლის განმავლობაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, მიმდინარე წლის გეგმები გააცნო და მათი პრობლემების შესახებ მოისმინა.

ქალაქის მერმა შიდა ეზოებიც დაათვალიერა, სადაც ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, შეიცვალა სანიაღვრე სისტემა, დაიგო ასფალტ–ბეტონის საფარი და შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით მოსახლეობის მოსაზრებები მოისმინა.

აღსანიშნავია, წელს  ქალაქის მასშტაბით ხორციელდება ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ფარგლებშიც კეთილმოეწყობა შიდა ეზოები, დაიგება ბილიკები და ბორდიურები, დამონტაჟდება განათების თანამედროვე სისტემა და დაიდგმება სკამები. პირველ ეტაპზე, სხვადსხვა მისამართზე 56 სკვერი მოეწყობა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ალგეთი’’ შეასრულებს. პროექტისთვის 657 000 ათასი ლარი ადგილობრივ ბიუჯეტშია გათვალისწინებული.

 

2017-01-24

ნავიგაცია