Image

რუსთავის მერი დავით ჯიქია დღეს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს, სალომე ვარდიაშვილს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი მომხმარებელთა ინტერესების დაცვასა და საზოგადოებრივი დამცველის ფუნქციებს შეეხო. მხარეებმა რუსთავში, ენერგოსექტორში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრეს და აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
15 მარტს მომხმარებელთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ენერგოომბუდსმენის აპარატის ინიციატივით,14 მარტს მომხმარებელთა უფლებების კვირეული დაიწყო, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენლები რეგიონების თვითმართველობებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრებს მართავენ.

2016-03-16

ნავიგაცია