Image

ქვემო-ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციაში,  საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი უძღვებოდა. 

სხდომას საკონსულტაციო საბჭოს სხვა წევრებთან ერთად,  რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე და თავმჯდომაროს მოადგილეები – ნინო ლომიძე, გოჩა შავაძე ესწრებოდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა 2017 წელს ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტები და  ერთიან სამოქმედო გეგმაში შესატანი ცვლილებები განიხილეს, ასევე იმსჯელეს რეგიონში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე.

 

2017-02-23

ნავიგაცია