Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და შუამდგომლობით, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა’’ გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულში, გოგოლის ქუჩის #2 საცხოვრებელ კორპუსში,  გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო.

მიმდინარე სამუშაოებს დღეს, რუსთავის მერი დავით ჯიქია, მერის მოადგილე ნოდარ შეროზია და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ჭყონდიდელის დასახლების მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა შავაძე კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნენ. დავით ჯიქია კორპუსის მცხოვრებლებსაც გაესაუბრა და მათ პრობლემების შესახებ მოისმინა.

გოგოლის ქუჩის #2 კორპუსის გაზიფიცირების შედეგად, ბუნებრივი აირით ჩვიდმეტი ოჯახი ისარგებლებს.

 

2017-02-28

ნავიგაცია