Image

რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ მოადგილე ნოდარ შეროზიასთან და საკრებულოს წევრ, მერაბ სულაბერიძესთან ერთად, VIII მიკრორაიონში, #2 და #9 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ არსებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. დავით ჯიქია ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და ქალაქში დაგეგმილ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე გზის სავალი ნაწილის კაპიტალურ შეკეთებას რუსთავის მერია ახლომდებარე კორპუსების მაცხოვრებელთა თხოვნით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, საგზაო მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება და მოეწყობა ბორდიურები.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,გზატკეცილი+’’ ასრულებს. პროექტისთვის 62 238 ლარი ადგილობრივ ბიუჯეტშია გათვალისწინებული.

2016-03-16

ნავიგაცია