Image

რუსთავში, მეგობრობისა და შარტავას გამზირებზე, დაზიანებული დეკორატიული სანათების განახლება მიმდინარეობს.

სამუშაოები, რომელსაც რუსთავის მერიის ა(ა)იპ „უზრუნველყოფა“ ასრულებს, ორი დღის წინ დაიწყო და უახლოეს დღეებში დასრულდება. დეკორატიული განათების სისტემის რეაბილიტაციისათვის, რომელიც ქალაქის მასშტაბით ეტაპობრივად განხორციელდება, სამსახურმა  400 ცალი ორგანული მინის სანათი შეიძინა.

2017-03-13

ნავიგაცია