Image

 

რუსთავში, მარის არხის დასახელების მიმდებარედ არსებულ ტყე-პარკში ა(ა)იპ „უზრუნველყოფის“ სანერგე მეურნეობის სარწყავი წყლით მომმარაგებელ სისტემას რეაბილიტაცია უტარდება. მილი, რომელიც ამორტიზებული იყო, ვერ უზრუნველყოფდა წყლის საკმარისი ნაკადის გატარებას. რეაბილიტაციის შემდეგ, სარწყავი წყლის მიწოდება შეუფერხებლად განხხორციელდება. მიმდინარე სამუშაოებს, რომელიც ორი დღის წინ დაიწყო და ხვალ დასრულდება, „უზრუნველყოფის“ დირექტორი ზაზა კუპატაძე ადგილზე გაეცნო.

ქალაქის სამელიორაციო სისტემის რეაბილიტაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „უზრუნველყოფა“ ასრულებს.

2017-03-23

ნავიგაცია