Image

ქვემო ქართლში რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციაში, გუბერნატორის - პაატა ხიზანაშვილის ხელმძღვანელობით, საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომას, საბჭოს სხვა წევრებთან ერთად, რუსთავის მერი დავით ჯიქია, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ნინო ლომიძე და გოჩა შავაძე ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ქვემო ქართლში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა შეაფასეს, მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი პროექტები განიხილეს, ასევე, იმსჯელეს სხვადასხვა საკანონმდებელო ცვლილებების პაკეტებზე.

დღევანდელი სხდომის ფარგლებშივე გაიმართა მყარი ნარჩენების გადამუშავების მუნიციპალურ საკოორდინაციო საბჭოსთან შეხვედრა. სადაც ნარჩენების მართვის საკითხებზე ვრცლად ისაუბრა ამ სფეროში ოპერირებადი კომპანიის ''PKF Georgia“-ს დირექტორმა ალექსანდრე მარგიშვილმა. აღსანიშნავია, რომ .„ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების მართვის“ პროექტის ფარგლებში, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD)  შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ქვემო ქართლში საერთაშორისო სტანდარტების ნაგავსაყრელის მშენებლობა მიმდინარეობს. თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი ნაგავსაყრელი ქვემო ქართლის რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტს წალკას, დმანისისს, თეთრიწყაროს, მარნეულსა და ბოლნისისს მოემსახურება.

2017-03-24

ნავიგაცია