საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საინფორმაციო შეხვედრა რუსთავში

  • 2017-04-05
Image

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას, რომლის მთავარ მიზანსაც სტატისტიკური მონაცემების მომხმარებელთათვის მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, თავმჯდომარის მოადგილე გოჩა შავაძე, ასევე. კერძო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო-სასწავლო დაწესებულებებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განცხადებით. მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს მომხმარებელთა ინფორმირებულობის გაზრდას, რეგიონული სტატისტიკური მონაცემების გამოყენება კი დაეხმარება ადგილობრივ თვითმმართველობასა და ბიზნესწრეებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.  

სამსახური გეგმავს კონსულტაციების გამართვას, რაც გულისხმობს მოთხოვნილებებისა და საჭიროებების შესწავლას, აქტიურ დიალოგს როგორც ინფორმაციის მომწოდებლებთან და მომხმარებლებთან, ისე ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან.