2017 წლის  4 აპრილს 16:00 საათზე, „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური  თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანდიდატურების შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭომ განიხილა კონკურსში მონაწილე ექვსივე პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია და უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ „გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონკურსში მონაწილეთა შორის ნანა (ნანუკა) ხუსკივაძის კანდიდატურა შეირჩა.

2017 წლის 5 აპრილს, სარეკომენდაციო საბჭომ „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური  თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე, ნანა (ნანუკა) ხუსკივაძის  კანდიდატურის დანიშვნის მიზნით რეკომენდაცია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგინა.   

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური  თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნის თაობაზე, საბოლოო გადაწყვეტილებას ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი მიიღებს.

2017-04-06

ნავიგაცია