Image

ქვემო ქართლში რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციაში დღეს, სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც გუბერნატორი, პაატა ხიზანაშვილი უძღვებოდა. დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხზე იმსჯელეს.

შეხვედრის მონაწილეებმა რეგიონალური პროექტების მიმდინარეობა შეფასეს და თეთრიწყაროს, წალკის, ბოლნისის, დმანისის მუნიციპალიტეტებში მთის განვითარების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტები განიხილეს.

სხდომას საკონსულტაციო საბჭოს სხვა წევრებთან ერთად, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, თავმჯდომარის მოადგილეები ნინო ლომიძე და გოჩა შავაძე დაესწრნენ. 

2017-04-07

ნავიგაცია