Image

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, რუსთავში, 9 აპრილის გმირთა ხსოვნის უკვდავსაყოფად აღმართულ მემორიალთან, ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას ქვემო ქართლში რწმუნებულ – გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, რუსთავის მერი დავით ჯიქია, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

მხარისა და ქალაქის პირველმა პირებმა გვირგვინებით შეამკეს მემორიალი, კიდევ ერთხელ გაიხსნეს 28 წლის განვითარებული ტრაგიკული მოვლენები და პატივი მიაგეს მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას.

9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, დიდების ხეივანში, ანსამბლ „ფიროსმანის“ მონაწილეობით მცირე კონცერტი გაიმართა, ხოლო მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის ფოიეში, 9 აპრილის გმირების და ტრაგედიის ამსახველი მოვლენების ფოტოების გამოფენა მოეწყო.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ათასობით მოქალაქე კი დაშავდა.

ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

2017-04-09

ნავიგაცია