Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით, რუსთავში გამწვანების მორიგი მასშტაბური აქცია გაიმართა. 

აქციის ფარგლებში, დავით კლდიაშვილის სახელობის სკვერში, 500 ძირი ალვის ხის ნერგი დაირგო, რითაც ბუნებრივი ქარსაცავი ზოლი შეიქმნება.

ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძემ, საკრებულოს წევრებმა, მერიისა და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მიიღეს.

1000 ძირი ალვის ხის ნერგი რუსთავის მუნიციპალიტეტს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ჯიღაურას საკოლექციო-სადემონსტრაციო ბაზიდან გადასცა. 500 ძირი კლდიაშვილის სახელობის სკვერში, დანარჩენი კი ქალაქის სხვადასხვა უბანში დაირგვება.

 

 

 

 

2017-04-09

ნავიგაცია