რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის საკითხზე დისკუსია გაიმართა

  • 2017-04-13
Image

რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს თემაზე – „თვითმმართველობის რეფორმა და მისი შედეგები“ დისკუსია გაიმართა.

შეხვედრაზე, რომელსაც ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, კოკა კიღურაძე უძღვებოდა, საუბარი საქართველოს მთავრობის მიერ 2013-2014 წლებში განხორციელებული თვითმმართველობის რეფორმის მიღწევებს, ორგანულ კანონში – ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსში, მათ შორის, თვითმმართველი ქალაქების სტატუსთან დაკავშირებულ შესაძლო ცვლილებებსა და მოსალოდნელ შედეგებს შეეხო.

დისკუსიაში მონაწილეობა რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლებმა და დაინტერესებულმა  პირებმა მიიღეს.