საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო იწყებს  "მოხალისეობის განვითარების პროგრამის - საქართველოს მოხალისეს"  განხორციელებას. პროგრამას საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა.

პროგრამა მიზნად ისახავს მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერებას, მოხალისეთა ერთიანი ქსელის განვითარებას საქართველოს რეგიონებში, მოხალისეობისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ, საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაციას, მოხალისეთა მიერ გაწეული შრომის წახალისებას.

პროგრამის ფარგლებში, საქართველოს 64 მუნიციპალიტეტიდან კონკურსის საფუძველზე, შეირჩევა  17-დან 25 წლამდე 128  მოტივირებული მოხალისე (ორი მოხალისე თითო მუნიციპალი ტეტიდან), შერჩეული მოხალისეების წლის ბოლომდე მიიღებენ „საქართველოს მოხალისეს“ სტატუსს

პროგრამაში მონაწილე მოხალისეებს საშუალება ექნებათ:

  • გაიარონ 5 დღიანი ტრენინგ-სემინარი
  • მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს ეგიდით გამართულ სხვა ღონისძიებებში
  • ჩაერთონ საერთაშორისო მოხალისეობრივ პროექტებში (European Voluntary Service)
  • გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ წლის საუკეთესო მოხალისეები

 ფინანსური უზრუნველყოფა: 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აფინანსებს პროგრამა „საქართველოს მოხალისის“ შემდეგ კომპონენტებს: 

  • მოხალისეთა ტრენინგ–სემინარზე მოხალისეთა განთავსება და სამჯერადი კვება
  • მოხალისეთა სატრენინგო მომსახურება
  • მოხალისეთა ტრენინგ–სემინარზე ტრანსპორტირება (რეგიონული ცენტრებიდან)
  • საქართველოს მოხალისეებისათვის საქართველოს 10 რეგიონში 10 მოხალისეობრივი პროექტის დაფინანსება კამპანიის ფარგლებში.

შერჩეული მოხალისეები 2017 წლის ბოლომდე საკუთარი თავისუფალი დროის, ცოდნისა და უნარების გამოყენებით, თავიანთ წვლილს შეიტანენ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებაში და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საჭიროებიდან და თავისებურებებიდან გამომდინარე რეგიონებში განახორციელებენ  ისეთ ინიციატივებს როგორიცაა: მოხალისეთა კლუბის შექმნა, გარემოსდაცვითი ღონისძიებები, საქველმოქმედო საქმიანობა - სხვადასხვა საჭიროებების მქონე ადამიანების    დახმარება,  ფილმების ჩვენება,  უცხო ენის კურსების გამართვა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია (სპორტული შეჯიბრებები, მარათონები), შშმ ბავშვების ინტეგრაცია, ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა, შემოქმედებითი საღამოების გამართვა, ცნობილ ადამიანებთან შეხვედრები და სხვა.

10 რეგიონში, შეირჩევა 10 ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია, (ერთი რეგიონიდან თითო ორგანიზაცი) რომლებიც უზრუნველყოფენ რეგიონის მუნიციპალიტეტებში მოხალისეების კოორდინირებას სამინისტროსთან,  მუნიციპალიტეტებში ახალაგაზრდულ საკითებზე პასუხისმგებელ პირებთან ერთად.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა პირველ ეტაპზე რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებგვერდზე – http://youth.gov.ge/home  2017 წლის 20 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით. კონკურსის მეორე ეტაპზე გადავლენ სააპლიკაციო ფორმების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები. მეორე ეტაპზე გადასულ კანინდატებთა მოხდება გასაირება და გამოვლინდება თიო მუნიციპალიტეტიდან 2 გამარჯვებული.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია პროექტის კოორდინატორთან -  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის ახალგაზრდული პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტთან  ანა ხაბარელთან ტელ:+599428244; E-mail: a.khabareli@msy.gov.ge

 

2017-04-14

ნავიგაცია