განცხადებები

რუსთავის მერიაში ენერგოეფექტურობის საკითხებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

  • 2017-04-18
Image

პროექტის–„ენერგოაუდიტორების ტრენინგი და სერტიფიცირება შენობების ენერგოეფქტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია” ფარგლებში,  რუსთავის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ენერგოეფექტურობის ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი აბულაშვილმა რუსთავის მერის მოადგილე დავით ლობჟანიძეს, ქალაქის  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს –  ნინო ლომიძეს, გოჩა შავაძეს და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და დაგეგმილი აქტვობები გააცნო. საუბარი შეეხო ენერგოეფექტურობის კუთხით გასატარებელ ღონისძიებებსა და ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ საინფორმაციო კამპანიას.

პროექტი „ენერგოაუდიტორების ტრენინგი და სერტიფიცირება შენობების ენერგოეფქტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია” მიზნად ისახავს საქართველოს მერების შეთანხმების ხელმომწერი 6 ქალაქის (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი, ახალციხე და ბოლნისი) საზოგადოებრივ შენობებში გასატარებელი ენერგოდამზოგავი ღონისძიებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

პროექტის ფარგლებში, თითოეულ ქალაქში ჩატარდება ერთწლიანი საინფორმაციაო კამპანია, გაიმართება სემინარები სწორი ენერგომენეჯმენტის საკითხების შესახებ, ასევე, გავრცელდება პოსტერები, ლიფლეტები, განთავსდება ბანერები, ბილბორდები, რაც ხელს შეუწყობს შენობების მომხმარებელთა ინფორმირებას და სტიმულირებას განახორციელონ ენერგოდაზოგვითი ღონისძიებები.

საინფორმაციო კამპანიის პარალელურად ასევე, იგეგმება ტრენინგების ჩატარება და ენერგოაუდიტორების მომზადება, რომლებიც მომავალში შეძლებენ შენობების ენერგოეფექტურობის აუდიტის ჩატარებას.

პროექტი ”ენერგოაუდიტორების ტრენინგი და სერტიფიცირება შენობების ენერგოეფქტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია” დაფინანსებულია დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დანინდას (DANINDA )მიერ, ხოლო ადმინისტრირებას ახორციელებს  სკანდინავიის გარემოსდაცვითი საფინანსო კორპორაცია (NEFCO).