Image

რუსთავის მერიის მიერ 2017 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, თბილისის ქუჩაზე და მეგობრობის გამზირის მე-2 გასასვლელში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი შენობების მიმდებარედ, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის,  ტერიტორიაზე ასფალტ–ბეტონის საფარის დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები ხორციელდება. სამუშაოებს  ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,გზატკეცილი+’’ ასრულებს.

პარალელურად, რეაბილიტაცია უტარდება ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის შენობის სახურავს.

2017-04-19

ნავიგაცია