Image

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკის კეთილმოწყობა გრძელდება. ამ დროისთვის, პარკის ტერიტორიაზე, მერიის ა(ა)იპ „უზრუნველყოფის“ მიერ დამზადებული ახალი, დეკორატიული დასასვენებელი სკამები და მაგიდები მონტაჟდება.

რეტრო სტილის, მხატვრულად დამუშავებული ლითონისა და ხის კომბინაციით შექმნილი კონსტრუქციები პარკში სხვადასხვა ადგილზე განთავსდება. სამონტაჟო სამუშაოები, „უზრუნველყოფამ“  რამდენიმე დღის წინ დაიწყო და დღეს დაასრულებს.

2017-04-21

ნავიგაცია