Image

ა(ა)იპ ,,რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების’’ ორგანიზებით, „საბიბლიოთეკო კვირეული 2017“ იმართება.

კვირეული სლოგანით ,,იპოვე შენი მომავალი ბიბლიოთეკაში’ ’დღეს, ილია ჭავჭავაძის სახელობის მთავარ ბიბლიოთეკაში, პოეტ მაია რაზმაძის შემოქმედებითი საღამოთი –  ,,აპრილის თვეში სიყვარულის იწყება თქეში’’ გაიხსნა.

ღონისძიებას რუსთავის მერის მოადგილე დავით ლობჟანიძე, რუსთავის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ელზა ლეკვეიშვილი, საკრებულოს წევრი ზვიად სეხნიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

დღესვე, რუსთავის N2 ბიბლიოთეკაში, ლიტერატურული საღამო „ჩვენი თანამედროვე“ გაიმართა, სადაც პოეტ კოტე ჯანდიერის შემოქმედება იყო წარმოდგენილი.

,,საბიბლიოთეკო კვირეული 2017’’ ფარგლებში, ღონისძიებები „რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების“ ყველა ფილიალში გაიმართება. მოეწყობა გამოფენები, პოეზიის საღამოები, პრეზენტაციები და შემეცნებითი ღონისძიებები. კვირეული დღეს დაიწყო და 3 მაისს საბიბლიოთეკო გაერთიანების მიერ 2016 გაწეული მუშაობის შესახებ პრეზენტაციითა და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულთა დაჯილოდების ღონისძიებით დასრულდება.

23 აპრილს წიგნის საერთაშორისო დღე, ხოლო 30 აპრილს ბიბლიოთეკარის პროფესიული დღე აღნიშნება, ამ დღეებთან დაკავშირებით, რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების ორგანიზებით, ყოველი წლის აპრილში საბიბლიოთეკო კვირეული იმართება.

2017-04-21

ნავიგაცია