Image

პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ კამპანიის – „მოზარდები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში, რუსთავის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის ვიდეორგოლების კონკურსი ჩატარდა.
კონკურსზე, რომელიც დღეს გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ თეატრში გაიმართა, წარმოდგენილი იყო თვრამეტი სოციალური ვიდეორგოლი, რომელიც ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მესიჯს ასახავდა.
ღონისძიების რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჯიქია, რუსთავის რაიონული პროკურორი კონსტანტინე სირაძე, ქალაქის მერის მოადგილე დავით ლობჟანიძე, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
მოსწავლეების საკონკურსო ნამუშევრები სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა და მათ შორის სამი საუკეთესო გამოავლინა. პირველი ადგილი რუსთავის 28-ე საჯარო სკოლის, მეორე ადგილი მე-3 საჯარო სკოლის, ხოლო მესამე ადგილი მე-9 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ გადაღებულმა ვიდერგოლებმა მოიპოვეს.
გამარჯვებული ვიდეოების ავტორები ფასიანი საჩუქრებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. პირველ ადგილზე გასული ვიდეორგოლი კი წარდგენილი იქნება სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გამარჯვებული ვიდეორგოლების შეფასების დასკვნით ღონისძიებაზე, სადაც გამოვლინდება ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო ვიდეორგოლი.
კონკურსი კამპანიის – „მოზარდები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში, რუსთავის რაიონული პროკურატურის ორგანიზებითა და ქალაქის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. კამპანია მიზნად ისახავს ოჯახში ძალადობის პრევენციას და პრობლემის წინააღმდეგ საზოგადოების გააქტიურებას.

2017-04-21

ნავიგაცია