Image

ძველ რუსთავში, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის მიმდებარედ სკვერის კეთილმოწყობა დასრულდა. სკვერში დაიდგა შოთა რუსთაველის ბიუსტი, რომელიც წლების განმავლობაში მეგობრობის გამზირზე, მწერალთა ყოფილი სახლის წინ იყო განთავსებული.

პროექტის ფარგლებში, ხელოვნების სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო ბორდიურები, განთავსდა სკამები და ურნები.

სკვერის კეთილმოწყობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 11 353 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ - ‘’GP-Company’’ შეასრულა.

პარალელურად, თოდრიას ქუჩაზე გზის საფარისა და ტროტუარების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ტერიტორიაზე მოეწყობა ბორდიურები, სანიაღვრე ქსელი, გაზონები და სარწყავი სისტემა, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის ახალი საფარი.

56 შიდა ეზოს რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ბათუმის ქუჩაზე, #17 საცხოვრებელ კორპუსთან სკვერის მოწყობა, ხოლო #41 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

2017-05-01

ნავიგაცია