Image

ქალაქში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჯიქია მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.  

მორიგი შეხვედრა ქალაქის მერმა დღეს  რუსთაველის, ახმეტელის, დავით გარეჯის ქუჩებისა და მეგობრობის გამზირის მეორე გასასვლელის მოსახლეობასთან გამართა. შეხვედრას მერის მოადგილეები, დავით ლობჟანიძე და ნოდარ შეროზია დაესწრნენ.

დავით ჯიქია ადგილზე არსებულ პრობლემებს გაეცნო და მოქალაქეებთან ერთად იმსჯელა მათი მოგვარების შესაძლებლობებზე. ქალაქის მერმა ადგილობრივებს რუსთავში  განხორციელებული, მიმდინარე და სამომავლო ინფრასტრუქტურული პროექტებიც გააცნო და მოისმინა მოსაზრებები.

აღსანიშნავია, რომ „56 შიდა ეზოს რეაბილიტაციის პროექტის“ ფარგლებში, მეგობრობის გამზირის მეორე გასასვლელის #3 საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ამ დროისთვის, სკვერის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. ტერიტორიაზე მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და ბორდიურები, განთავსდება სკამები და დამონტაჟდება გარე განათების თანამდროვე სისტემა.

2017-05-18

ნავიგაცია