Image

რუსთავის მერი დავით ჯიქია მოქალაქეთა მიღებას დღეიდან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ოფისებში გამართავს. ქალაქის მერმა ახალი ფორმატით პირველი შეხვედრა, დღეს, ჟიული შარტავასა და ცამეტი ასურელი მამის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულებში ჩაატარა.

დავით ჯიქიამ ადგილობრივი მცხოვრებლების პრობლემები მოისმინა და მათ მოგვარებაში მხარდაჭერას დაპირდა. 

ქალაქის მერის  განცხადებით, გასვლითი მიღებები რეგულარულ სახეს მიიღებს და კვირაში ორჯერ გაიმართება.

2017-05-18

ნავიგაცია