Image

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის თანამდებობაზე გრიგოლ ნემსაძე დაინიშნა. 

ახალი გუბერნატორი ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს,  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ წარუდგინა. 

წარდგენას რუსთავის მერი დავით ჯიქია, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.

გრიგოლ ნემსაძეს კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. არის კვალიფიციური ეკონომისტი და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობის მაგისტრი. იგი წლების მანძილზე მუშაობდა საბანკო სექტორში წამყვან თანამდებობებზე. გრიგოლ ნემსაძე დღემდე იკავებდა სააქციო საზოგადოება „ევექსის" (ამჟამად სს „GHG") საოპერაციო დირექტორის პოსტს. ახალ თანამდებობაზე მუშაობას გრიგოლ ნემსაძე ხვალიდან შეუდგება. მისი დანიშვნის შესახებ ბრძანებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.

 

2017-05-18

ნავიგაცია