Image

რუსთავის მერი დავით ჯიქია დღეს მე-17 და მე-19 მიკრო რაიონის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს შეხვდა. შეხვედრას მერის მოადგილე დავით ლობჟანიძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები და აღნიშნულ უბენებში ქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი მამუკა მიქაუტაძე ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ქალაქის მერმა მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა და მოსახლეობის პრობლემების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ კორპუსის თავმჯდომარეებისგან მოისმინა.
,, ქალაქის მოსახლეობასთან კიდევ უფრო ეფექტური კომუნიკაციისთვის გადავწყვიტეთ ყველა კორპუსის თავმჯდომარესთან გავმართოთ მსგავსი შეხვედრა. ჩვენ კვირის განმავლობაში რამდენჯერმე ვმართავთ შეხვედრას საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში, ვატარებთ მოქალაქეების მიღებას ტერიტორიული ერთეულების ადმინისტრაციულ ოფისებში. დღეიედან, მოსახლეობასთან შეხვედრების კიდევ ერთი ფორმა შევარჩიეთ, რადგან ვფიქრობ, რომ მუნიციპალიტეტი თოთოეული რუსთაველის პრობლემის შესახებ, უშუალოდ მათგან უნდა იყოს ინფორმირებული.“---განაცხადა რუსთავის მერმა. მისივე განცხადებით, მსგავსი შეხვედრები კვირაში ერთხელ გაიმართება.

 

2017-05-20

ნავიგაცია