Image

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა) იპ „ბაგა-ბაღების გაერთიანებამ“ დღეიდან, მომავალი სასწავლო წლისთვის საბავშვო ბაღებში 4-5 წლის ასაკობრივი ჯგუფის ბავშვების რეგისტრაცია დაიწყო.

,,ბაგა-ბაღების გაერთიანების" დირექტორის ეკა ხუციშვილის განცხადებით, ბავშვების რეგისტრაცია განცხადების საფუძველზე მიმდინარეობს. აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის ბავშვის მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ ა(ა)იპ „რუსთავის ბაგა–ბაღების გაერთიანებას და წარადგინონ შემდეგი საბუთები: 2 ფოტოსურათი ზომით 3x4, დაბადების მოწმობის ასლი, რუსთავში რეგისტრაციის ბარათი, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა 100.

რეგისტრაციის პროცესი 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

რაც შეეხება 2-3 წლიანი და 3-4 წლიანი ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებს, მათი რეგისტრაცია ელექტრონულად, სავარაუდოდ ივნისში გაიმართება. ამის შესახებ განცხადებას რუსთავის მერია რამდენიმე დღით ადრე გაავრცელებს.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია დაკავშირება ა(ა)იპ „ბაგა-ბაღების გაერთიანების“ ცხელი ხაზის ნომრებზე: (0341) 24 1130; (0341 )22 0076;

 

2017-05-22

ნავიგაცია