Image

რუსთავში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო მიმდინარეობს. 56 შიდა ეზოს რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ბათუმის ქუჩის #17, მე-12 მიკრორაიონის #32, #34, მე-17 მიკრორაიონის #10,#18,#19, მე-19 მიკრორაიონის #4, #7, #8, #10, #12, #18 და მე-20 მიკრორაიონის #16, #20 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ სკვერები ეწყობა. შიდა ეზოებში საფეხმავლო ბილიკები და ბორდიურები ეწყობა, მონტაჟდება სკამები და განათების თანამედროვე სისტემა.

პარალელურად, გრძელდება თოდრიას ქუჩაზე გზის საფარისა და ტროტუარების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ასფალტ–ბეტონის საფარის განახლებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ასევე, მიმდინარეობს შარტავას გამზირისა და მესხიშვილის ქუჩის I გასასვლელის დამაკავშირებელ გზაზე.

2017-05-22

ნავიგაცია