Image

ევროკავშირისა და რუსთავის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, მდგრადი განვითარების და პოლიტიკის ცენტრი, მერების შეთანხმების „სადემონსტრაციო პროექტების“ (CoMDeP) პროგრამის ფარგლებში, რუსთავში სამი საბავშვო ბაღის ენერგოეფექტურ რეკონსტრუქციას აგრძელებს.

დღეს დაიწყო ჭყონდიდელის დასახლებაში მდებარე #41 საბავშვო ბაღის ენერგოეფექტური რეაბილიტაცია. სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჯიქია, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, მერის მოადგილე ნოდარ შეროზია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გოჩა შავაძე მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის ცენტრის დირექტორთან, პროექტის მენეჯერ კარინა მელიქიძესთან ერთად გაეცნენ.

პროექტის ფარგლებში #41 საბავშვო ბაღში გათბობისა და ცხელი წყლის მომარაგების სისტემების (მზის კოლექტორებთან კომბინაციაში), მოდინებული-გამწოვი სავენტილაციო სისტემის, ახალი ელექტროტექნიკური სისტემის, ენერგოეფექტური ფანჯრების დამონტაჟება მოხდება. სამუშაოებს კომპანია ,,M-ლაინი“ ახორციელებს და აგვისტოს თვეში დასრულდება.

პროექტის - „ქალაქ რუსთავში სამი საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია ენერგოეფექტურობის მაღალი სტანდარტის მიღებისა და ნახშიროჟანგის ემისიების შემცირების მიზნით“ ფარგლებში, ქალაქ რუსთავში უკვე წარმატებით განხორციელდა #6 და #40 საბავშვო ბაღების სრული ენერგოეფექტური რეკონსტრუქცია.

2017-05-23

ნავიგაცია