Image

რუსთავის მერი, დავით ჯიქია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ოფისებში მოქალაქეთა მიღებას განაგრძობს. მორიგი შეხვედრა დავით ჯიქიამ დღეს ქალაქის დავით აღმაშენებლის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან გამართა. მიღებას საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი მამუკა მიქაუტაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ქალაქის მერი მოქალაქეთა პრობლემებს გაეცნო და საკუთარი კომპეტენციის ფარგლები მათ დახმარება აღუთქვა. როგორც დავით ჯიქიამ განაცხადა, ახალი ფორმატით მოქალაქეთა მიღება კვირაში ორჯერ, ეტაპობრივად ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში  გაიმართება.

2017-05-24

ნავიგაცია