Image

საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტი გიორგი ბეგაძე, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები – ნოდარ შეროზია, დავით ლობჟანიძე და ქალაქის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ელზა ლეკვეიშვილი, დღეს, პენსიონერთა კავშირის რუსთავისა და ქვემო ქართლის ოფისს ეწვივნენ.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მხატვარ დარეჯან ნოზაძის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერეს და რუსთაველ პენსიონერებთან შეხვედრა გამართეს. „პენსიონერთა კავშირის“ თავმჯდომარემ, დავით ძამუკაშვილმა სტუმრებს ორგანიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, გააცნო საქმიანობის სპეციფიკა, განხორცილებული აქტივობები და სამომავლო გეგმები, ასევე, მიიწვია ნუნუ წიკლაურის მიერ შექმნილი, სახალხო რეწვის ნამუშევრების გამოფენაზე, რომელიც პენსიონერთა კავშირის ოფისში, 3 ივნისს მოეწყობა.

„პენსიონერთა კავშირის“ ოფისი ცოტა ხნის წინ, ქალაქის მერიის ხელშეწყობით გაიხსნა. ორგანიზაციის მიზანს ხანდაზმულთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათთვის ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების გაწევა წარმოადგენს. „პენსიონერთა კავშირის“ ოფისში პერიოდულად იმართება სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებებიც.

2017-05-29

ნავიგაცია