Image

ჟიული შარტავას სახელობის რუსთავის N4 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებმა სწავლის დასრულება გამოსაშვები საღამოთი აღნიშნეს.

ღონისძიებას სკოლის პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე მოადგილეებთან ერთად, მერის მოადგილეები: დავით ლობჟანიძე, ნოდარ შეროზია, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ – გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი, რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი თამარ ხეჩიკაშვილი და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა  საუკეთესო შედეგების მქონე ცამეტი მეთორმეტეკლასელი სიგელებითა და წიგნებით დააჯილდოეს. N4 საჯარო სკოლის წარმატებულ კურსდამთავრებულთა შორისაა ნიკა ბეჭვაიაც, რომელმაც საატესტატო გამოცდებზე ქალაქის მასშტაბით ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა და ყველა საგანში მაქსიმალური შეფასება  –  სრული 10 ქულა მიიღო.  

წელს სკოლას სულ 71 კურსდამთავრებული ჰყავს. აღსანიშნავია, რომ რუსთავის N4 საჯარო სკოლა გამოირჩევა საატესტატო გამოცდებში საუკეთესო შედეგებით.

2017-05-29

ნავიგაცია