Image

დღეს, რუსთავის მერიასთან არსებულმა მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების დროებითმა სათათბირო-საკონსულტაციო კომისიამ, კომისიის თავმჯდომარის, დავით ჯიქიას ხელმძღვანელობით, მორიგი სხდომა გამართა.

კომისიამ სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების თხოვნით, მერის სახელზე შემოსული 88 მოქალაქის განცხადება განიხილა და მსჯელობის შედეგად, სამკურნალო და საოპერაციო ხარჯების ადგილობრივი ბიუჯეტიდან 35090 ლარით დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის დასაწყისიდან დღემდე, მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამით, 581 რუსთაველმა ისარგებლა და მათი სამკურნალო–საოპერაციო ხარჯების დაფინანსებისთვის ბიუჯეტიდან 317 709 ლარი გამოიყო.

მიმდინარე წელს რუსთავის მერიაში სულ 24 სოციალურ პროგრამას მოქმედებს, მათ შორის ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო და  მედიკამენტებით დახმარების, ც ჰეპატიტით დაავადებული მოქალაქეების მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისთვის საჭირო კვლევების დაფინანსებისა და აუტიზმის, გონებრივი განვითარების შეფერხების ან დაყოვნების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამები ხორციელდება.

 

2017-05-30

ნავიგაცია